"ჯასტინ ბიბერთან აჩხუბეთ" - გულშემატკივრები ილია თოფურიაზე
7 საათის წინ
სხვა
1 წთ
UFC-ს ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა პოსტი, სადაც ილია თოფურიას მომავალზე კითხვა დასვეს. "უნდა მიიღოს თუ არა განმეორებითი ბრძოლა თოფურიამ ჯასტინ გეიჯისთან?" - ამ კითხვაზე პასუხის დიდი ნაწილი უარყოფითია. გულშემატკივრების უმრავლესობა ფიქრობს, რომ ილიამ გეიჯისთან მეორე ჩხუბამდე ერთი ბრძოლა უნდა გამართოს.
- დიახ, მაგრამ არა გეიჯისთან, ჯასტინ ბიბერთან აჩხუბეთ.
- არა, ვფიქრობ პადის უნდა შეებრძოლოს და აქედან გამარჯვებული არმანსა და გეიჯის შორის მოგებულს შეხვდება.
- გეიჯისთან კიდევ ერთი ბრძოლა მართლა უნდა?
- არა. ის დომინანტი მსუბუქი წონის ჩემპიონი, ბევრი ტიტულის დაცვით არ ყოფილა. ნება მიეცით დაიმსახუროს.
- თუ ეს სადავო მსაჯების გადაწყვეტილებით წაგებაა, მაშინ დიახ, მაგრამ თუ დომინანტურად გაჯობეს, მაშინ შემდეგმა პრეტენდენტმა უნდა იბრძოლოს. სატიტულო ჩხუბამდე მას კიდევ ერთი ბრძოლა სჭირდება.
- ჯერ პადის უნდა შეხვდეს, გამარჯვებული გეიჯის მიიღებს.
- ჩემი აზრით, სატიტულო შანსის მიღებამდე მას მინიმუმ ორი ბრძოლა სჭირდება. მინდა ვნახო მისი ჩხუბი პედისნაირ ბიჭთან, შემდეგ კი ისევ გეიჯისნაირ მეტოქესთან, რომელიც კარგად ცემს... შემდეგ, შესაძლოა, ისევ ებრძოლოს გეიჯისთან. - წერენ გულშემატკივრები სოციალურ ქსელში
შეგახსენებთ, რომ თეთრი სახლის ისტორიულ ღონისძიებაზე ილია თოფურიამ და გეიჯიმ მთავარი ჩხუბი გამართეს. მსუბუქი წონის ქამრისთვის ბრძოლაში გეიჯიმ ილია დაამარცხა და ჩემპიონი თავად გახდა. აღსანიშნავია, რომ "მატადორის" კარიერაში ეს პირველი წაგება იყო.