Belive

შონ სტრიკლენდი UFC-ს დატოვებას არ გამორიცხავს

1 დღის წინ სხვა
1 წთ

UFC-ის ჩემპიონი შონ სტრიკლენდი ორგანიზაციის დატოვებას არ გამორიცხავს. ნასურდინ იმავოვთან ჩაშლილი ორთაბრძოლისა და ფინანსური უთანხმოების შემდეგ, ამერიკელმა მებრძოლმა UFC-ის ანაზღაურების პოლიტიკა ღიად გააკრიტიკა. სტრიკლენდის თქმით, ის მზადაა საჩემპიონო ამბიციებზე უარი თქვას, მიმდინარე კონტრაქტი ამოწუროს და ძალები კრივში, ჯეიკ პოლის წინააღმდეგ სოლიდური ჰონორარის სანაცვლოდ გამოსცადოს.

გულწრფელი უნდა ვიყო, თუ UFC-ში რამე არ შეიცვალა, მაშინ უკვე ეს ყველაფერი ყელში ამომივიდა.

მაკგრეგორი 30 წამიან ბრძოლაში 30 მილიონს იღებს, ჩვენ კი ამის მცირედსაც არ გვიხდიან.

უბრალოდ ვფიქრობ ზედა წონაში ავიდე, კონტრაქტი ჩავხურო, ჯეიკ პოლს ვებრძოლო და იმდენი გამოვიმუშავო, რასაც ეს ტიპები შოულობენ - საკმაოდ მიმზიდველად ჟღერს. - შონ სტრიკლენდი

ვინაიდან იმავოვის და სტრიკლენდის ბრძოლა ჩაიშალა, UFC 335-ის მთავარი ბრძოლა ჩარლზ ოლივეირასა და დიეგო ლოპესის დაპირისპირება იქნება, BMF-ის ქამრისთვის. ამ ღონისძიების თანამთავარი ჩხუბი სერგეი პავლოვიჩის და ალექს პერეირას ბრძოლა იქნება.

სხვა სტატიები