Belive

"ივნისის ბოლოს UFC-სგან ბრძოლის თარიღი მეცოდინება" - შონ ო'მალი

6 თვის წინ სხვა
1 წთ

უკვე დადასტურდა, რომ მერაბ დვალიშვილი და შონ ო'მალი იბრძოლებენ. ჯერ ეს ოფიციალურად არ გაფორმებულა, თუმცა, მერაბიც და შონიც ღიად ამბობენ, რომ ერთმანეთს შეხვდებიან. ამის შესახებ დანა უაითმაც ისაუბრა და განაცხადა, რომ მათი დაპირისპირება ლას ვეგასში, Sphere-ში შედგება.

ერთ-ერთ ინტერვიუში საუბრისას სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონმა მერაბთან ბრძოლის სავარაუდო თარიღზე მიგვანიშნა.

UFC-მ მითხრა, რომ ივნისის ბოლოს თარიღი უკვე მეცოდინება. ვფიქრობ და იმედი მაქვს, რომ ბრძოლა Sphere-ში გაიმართება, რადგან ამას დიდი ხანია ვამბობ. მაგრამ, თუ Sphere-ში არ გამოვა, მაშინ დეკემბერში ვეგასში ვიბრძოლებ. ნებისმიერ შემთხვევაში, მე ვფიქრობ, რომ ეს ვეგასში იქნება. - თქვა შონ ო'მალიმ
View this post on Instagram

A post shared by MMA Pros Pick (@mma.pros.pick)

საინტერესოა, რომ რამდენიმე კვირის წინ დანა უაითმა ამის შესახებ ისაუბრა. UFC-ის პრეზიდენტის თქმით, Sphere-ში მერაბისა და შონის ბრძოლის ჩატარება გადაწყვეტილია. უაითის თქმით ამაზე საკმაოდ დიდი თანხა დაიხარჯა და ბრძოლა აქ პირველად და უკანასკნელად გაიმართება.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ არ არის გამორიცხული მერაბმა და ილიამ კვლავ ერთ საღამოს იბრძოლონ. ცოტა ხნის წინ, თოფურიამ განაცხადა, რომ სექტემბერში ბრძოლა სურს. თუ მაქს ჰოლოუეი სექტემბერში მზად იქნება ილიასა და მერაბს, UFC 298-ის მსგავსად, ისევ ერთ საღამოს ვიხილავთ.

სხვა სტატიები