"თუ მერაბი უმარს დაამარცხებს ამ დივიზიონის GOAT გახდება" - ჰენრი სეხუდო
5 დღის წინ
სხვა
1 წთ
მერაბ დვალიშვილის ყოფილმა მოწინააღმდეგემ ჰენრი სეხუდომ ქართველის მომავალი ბრძოლა განიხილა. სეხუდოს "მანქანის" ძალა საკუთარ თავზე გამოცდილი აქვს და მისი ძლიერი მხარეები კარგად იცის. ყოფილმა ჩემპიონი განმარტა თუ რა შეიძლება იყოს მერაბის გეგმა ნურმაგომედოვის წინააღმდეგ.
რა შეიძლება მერაბმა გამოიყენოს უმარის წინააღმდეგ ბრძოლაში? პირველი - უნდა შეამციროს დისტანცია, რადგან უმარს წინა ფეხის გამოყენება უყვარს. ამავდროულად, მისი უკანა ფეხიც საკმაოდ საშიშია.
მეორე - შეძლებს თეიქდაუნის ჩვენებას და მისი საფირმო ოვერჰენდის გადატარებას?
მესამე - შეძლებს თეიქდაუნის შესრულებისას უმარის მიწაზე გაჩერებას?
მჯერა თუ მერაბი ისეთი ბიჭის გავლას შეძლებს როგორიც უმარია, ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ყველა დროის საუკეთეო მებრძოლი გახდება. - ამბობს ჰენრი სეხუდო
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის ბრძოლა 19 იანვარს, გამთენიისას დაიწყება. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ დვალიშვილისთვის ეს პირველი ტიტულის დაცვა იქნება.