Belive

"ისლამთან გარის მოგების შანსს ვხედავ" - ილია თოფურია

2 დღის წინ სხვა
1 წთ

ილია თოფურიამ ისლამის და გარის შესაძლო ბრძოლაზე ისაუბრა. ქართველის შეფასებით, მახაჩევთან გარი უშანსოდ ნამდვილად არ იქნება.

ეს ბრძოლაა, შანსი ყველას აქვს. განსაკუთრებით გარის მსგავს მებრძოლს, რომელიც ძალიან გამოცდილია. მისი მოგების ბევრ შანსს ვხედავ. ისლამი დანოკაუტებული უკვე გვინახავს და რატომ არ შეიძლება მეორედაც მოხდეს. - განაცხადა ილია თოფურიამ

შეგახსენებთ, რომ იან გარი ქვესაშუალო წონის ნომერ პირველი კანდიდატია. დიდი ხანია უკვე საუბრები მიდის, რომ ირლანდიელი დაღესტნელს უნდა შეხვდეს. ჯერჯერობით ოფიციალური არაფერია, თუმცა, სონენი ამბობს, რომ ეს ჩხუბი ამ ეტაპზე არ შედგება.

სხვა სტატიები