Belive

"ისლამს ილიასთან ბრძოლა არ სჭირდება" - ხავიერ მენდესი

4 თვის წინ სხვა
1 წთ

ნიუ ჯერსიში UFC 302 გაიმართა, სადაც ისლამ მახაჩევი კუთვნილ ქამარს მესამედ იცავდა. მისი მოწინააღმდეგე დასტინ პორიე იყო, რომელიც ტიტულზე კარიერაში მესამედ იბრძოდა. 5-რაუნდიანი დაპირისპირების ბედი ბოლო რაუნდში გადაწყდა. ისლამ მახაჩევმა პორიე "დარსით" დააფინიშა და მსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა.

ვიდრე ისლამს "ბრილიანტთან" ჩხუბი ჩაენიშნებოდა, მისი და ილიას დაპირისპირება აქტიურად განიხილებოდა. მახაჩევის მწვრთნელმა ხავიერ მენდესმა განაცხადა, რომ ისლამს თოფურიასთან ბრძოლა არ სჭირდება.

თუ ისლამი კიდევ ერთხელ იბრძოლებს ჩემპიონის წინააღმდეგ, ჩემი აზრით, ეს ზედა წონით კატეგორიაში უნდა იყოს. თუ UFC ქვესაშუალო წონის ჩემპიონსა და ილიას შორის არჩევანს მოგვთხოვს, ჩვენ ქვესაშუალო წონის ჩემპიონთან ბრძოლას ავირჩევთ. ეს არის რაც მე მსურს. დარწმუნებული ვარ, რომ ისლამსაც ეს სურს.

ილია კარგი მებრძოლია მაგრამ, მახაჩევს მასთან ჩხუბი არ სჭირდება. ეს ჩემი აზრია. ვფიქრობ, ცარუკიანი უკეთესი ვარიანტია. ილია მის წონაში კიდეც უფრო მეტი უნდა გააკეთოს.

გადახედეთ როგორ დაიცვა ტიტულები ალექს ვოლკანოვსკიმ ქვემსუბუქ წონაში. ის რემატჩს იმსახურებს. დივიზიონში ნომერი პირველია და არ მესმის განმეორებით ბრძოლას რატომ ვერ იღებს. ილია კონორს იწვევს, "ვოლკი" კი მასთან დაპირისპირებაზე ესპანეთშიც თანახმაა. ვოლკანოვსკიმ უნდა მიიღოს ის რაც ეკუთვნის. - განაცხადა ხავიერ მენდესმა

შეგახსენებთ, რომ არ არის გამორიცხული მერაბმა და ილიამ კვლავ ერთ საღამოს იბრძოლონ. ცოტა ხნის წინ, თოფურიამ განაცხადა, რომ სექტემბერში ბრძოლა სურს. თუ მაქს ჰოლოუეი სექტემბერში მზად იქნება ილიას და მერაბს, UFC 298-ის მსგავსად, ისევ ერთ საღამოს ვიხალავთ.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ ალექს ვოლკანოვსკიმ დასტინ პორიესთან ბრძოლის სურვილი გამოთქვა.

სხვა სტატიები