"ისლამს არ ეშინია, პრატესს ნებისმიერ ადგილას ეჩხუბება“ - დენიელ კორმიე
1 დღის წინ
სხვა
1 წთ
დენიელ კორმიემ სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელებული ხმები იმის შესახებ, თითქოს ისლამ მახაჩევს, ქვესაშუალო წონის ახალი ვარსკვლავის, კარლოს პრატესის ეშინია უარყო.
პრატესის ბოლო დროინდელმა შთამბეჭდავმა სერიამ და მისმა განცხადებებმა ფანებში გააჩინა ეჭვები შესაძლო სუპერ-ბრძოლაზე, თუმცა DC მიიჩნევს, რომ ჩემპიონის შიშზე საუბარი სასაცილოა.
ახლა ვიცი, ხალხი იტყვის: ‘ხო, DC აბა რას იზამ, რა თქმა უნდა, ისლამს დაიცავ.’ საქმე მის დაცვაში არ არის. მე უბრალოდ გიზიარებთ ჩემპიონის აზროვნებასა და იმ განცდებს, რაც ასეთი შესაძლებლობების დროს გიჩნდება. ისლამს არ ეშინია. ის კარლოს პრატესს ოქტაგონშიც ეჩხუბება და ოქტაგონს გარეთაც. ნებისმიერ ადგილას ეჩხუბება. ეს ფანტასტიკური ბრძოლა იქნება. თუმცა, პრატესმა ჯერ მორალესის საკითხი უნდა მოაგვაროს. ვურჩევდი, ახლა ისლამი დაივიწყოს, რადგან მასთან ვერ მივა, თუ ჯერ მორალესს არ გასცდა. დაივიწყოს ის. - დენიელ კორმიე
🚨Daniel Cormier pushes back on the idea that Islam Makhachev is scared of Carlos Prates: “He’d fight him anywhere.”
— Red Corner MMA (@RedCorner_MMA) November 11, 2026
“Now I know people are gonna say, ‘Well, DC, of course you’re gonna defend Islam.’ It’s not about defending him. I’m giving you an inside perspective of a… pic.twitter.com/FAoc7zCPWK