Belive

"ამ ლოგიკით ასპინალის ჩემპიონობაც ეჭვქვეშ უნდა დადგეს" - სირილ განი

8 საათის წინ სხვა
1 წთ

UFC-ის მძიმე წონის ჩემპიონი სირილ განი იმ განხილვებს გამოეხმაურა, რომელიც მისი ტიტულის სტატუსს ეხება. ფრანგი მებრძოლის თქმით, გაურკვეველია, რატომ აყენებს საზოგადოების ნაწილი ეჭვქვეშ მის უდავო ჩემპიონობას, მაშინ როდესაც მსგავსი კითხვები ტომ ასპინალის შემთხვევაში არავის გასჩენია.

დიდი ბრძოლის ეჭვგარეშე მოგება არ მჭირდება ეს იმისთვის, რომ ვთქვა, უდავო ჩემპიონი ვარ. სასაცილოა. როდესაც ტომი ჩემპიონი გახდა, არავის დაუყენებია ეჭვქვეშ ეს ფაქტი, რადგან ჯონ ჯონსმა ქამარი ვაკანტური გახადა. იმავე ლოგიკით, არც ჩემს ჩემპიონობაზე უნდა არსებობდეს განსხვავებული აზრები. - ამბობს განი

შეგახსენებთ, რომ სირილ განი მოპოვებულ ტიტულს 15 ნოემბერს დაიცავს. მისი მეტოქე ამერიკელი ჯოშ ჰოკიტი იქნება, რომელიც მძიმე წონაში ახალი ძალაა. ბოლო ბრძოლა ორივე მებრძოლს თეთრი სახლის ღონისძიებაზე ჰქონდა. განმა ალექს პერეირა ჰოკიტმა კი, დერეკ ლუისი დაამარცხა.

სხვა სტატიები