Belive

"ადგილზევე მოვკლავდი" - ჯოშ ჰოკიტი ილია თოფურიაზე

6 საათის წინ სხვა
1 წთ

ჯოშ ჰოკიტმა თეთრი სახლის ღონისძიების პრესკონფერენციაზე მასსა და ილია თოფურიას შორის მომხდარი შეკამათება გაიხსენა. ამერიკელმა ის არ დამალა, რომ გეიჯის გამარჯვებამ ძაან გაახარა.

ჯოკიტის თქმით, 'პატარა ბიჭები' მძიმე წონის მებრძოლებთან თამამები იმიტომ არიან, რომ იციან მათთან რეალურად ბრძოლა არასდროს მოუწევთ. ჯოშმა თქვა, რომ ჩხუბის შემთხვევაში ილიას ადგილზე მოკლავდა.

ის ძალიან პატარა მსუბუქწონოსანია და არ მესმის, მძიმეწონოსანს ასე რატომ უნდა ელაპარაკებოდეს. სხვა დრო რომ იყოს, მას ადგილზევე მოვკლავდი. თუმცა, წონითი კატეგორიები სწორედ ამ ბიჭების დასაცავად არსებობს. ღია დივიზიონები რომ არსებობდეს, ასე აღარ ილაპარაკებდნენ. საკუთარი წონითი კატეგორიების უკან იმალებიან და ძალიან მაბრაზებს, როდესაც ჩემზე ცუდ რაღაცებს ამბობენ. - ამბობს ჯოშ ჰოკიტი

შეგახსენებთ, რომ ჯოშ ჰოკიტი თეთრი სახლის ღონისძიებაზე არც ისე კარგი საქციელით გამოირჩა. მან ალექს პერეირას დედას შეურაცხყოფა მიაყენა და ვინაიდან პერეირას ინგლისური არ ესმოდა, ბრაზილიელი პასუხს ვერ უბრუნებდა. ამ დროს კი ილიამ გადაწყვიტა საქმეში ჩარეულიყო და ჰოკიტი პრესკონფერენციიდან გააძევეს.

სხვა სტატიები