Belive

"ისლამის მსგავს მებრძოლთან უნარების გატესტვაზე უკეთესი რა უნდა იყოს?" - ილია თოფურია

3 დღის წინ სხვა
1 წთ

ილია თოფურიამ ისლამთან დაპირისპირების ინტერესზე ისაუბრა. "მატადორი" მახაჩევს ერთ-ერთ საუკეთესოდ თვლის და სწორედ ამიტომ მასთან საკუთარი უნარების გამოცდა სურს.

მე მებრძოლი ვარ, ამას ვაკეთებ ყოველდღე. რატომ არ უნდა გავტესტო საკუთარი თავი ვინმე მის მსგავსთან? ისლამი ძალიან მრავალმხრივია. როგორც მებრძოლს პატივს ვცემ. ის მთელ დივიზიონზე დომინირებდა და ტიტულებისთვის იბრძოდა. ისლამის მსგავს მებრძოლთან უნარების დატესტვაზე უკეთესი რა უნდა იყოს? ამავდროულად, ჩვენს ჩხუბზე ყველა გაგიჟდება. იმედი მაქვს ეს მოხდება. - განაცხადა ილია თოფურიამ

შეგახსენებთ, რომ ილიას წინ ძალიან დიდი ბრძოლა ელის. ის თეთრი სახლის ისტორიულ ღონისძიებაზე მთავარ ჩხუბს გამართავს. მისი მოწინააღმდეგე ჯასტინ გეიჯი იქნება, რომელსაც მსუბუქი წონის ქამრისთვის დაუპირისპირდება. ეს ბრძოლა 15 ივნისს არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები