"ისლამის გადაწყვეტილების შემდეგ, 77 კილოგრამში ასვლაზე ფიქრი დავიწყე" - ილია თოფურია
4 თვის წინ
სხვა
1 წთ
ილია თოფურია ამბობს, რომ ისლამ მახაჩევის წონის შეცვლის შემდეგ, წონის შეცვლაზე ფიქრი მაშინვე დაიწყო. "მატადორს" მახაჩევთან ქვესაშუალო წონაში ჩხუბიც სურს, მაგრამ ჯერ მოცდა მოუწევს.
ქვესაშუალო დივიზიონში ასვლაზე ვიფიქრე. თუმცა, UFC-ის წარმომადგენლებმა პირადად მთხოვეს, რომ მსუბუქ წონაში დავრჩენილიყავი. მთხოვეს პირობა მიმეცა, რომ ისლამის წონაში არ ავიდოდი. - განაცხადა ილია თოფურიამ
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ილიამ მეორე ქამრის მოგება შეძლო. "მატადორი" პირველი ქართველია, რომელიც UFC-ის ორი წონის ჩემპიონობა შეძლო. მსუბუქი დივიზიონის ტიტულისთვის ჩხუბში ილიამ ჩარლზ ოლივეირა პირველივე რაუნდში გათიშა.