ისლამ მახაჩევმა შემდეგი პოტენციური მეტოქე დაასახელა
3 დღის წინ
სხვა
1 წთ
UFC 311-ზე ისლამ მახაჩევს საკუთარი ქამარი არმან ცარუკიანის წინააღმდეგ უნდა დაეცვა, თუმცა, სომეხი ბრძოლას ჩაეხსნა. ფანები ამბობენ, რომ არმანს კიდევ ერთხელ უნდა მიეცეს შანსი მაგრამ, დანა უაითმა გარკვევით თქვა, რომ ცარუკიანის შემდეგი ბრძოლა ქამარზე არ იქნება.
ამის ფონზე ჩემპიონი პოტენციურ მეტოქეს თავად ასახელებს.
გეიჯისთან ბრძოლის იდეა მხიბლავს, რადგან მასთან არ მიჩხუბია. დივიზიონში ყველასთან ვიჩხუბე: ჩარლზ ოლივეირა, არმან ცარუკიანი... იგივე ოპონენტების წინააღმდეგ მომზადება მოტივაციას საერთოდ არ მაძლევს. თუ გეიჯი მომავალ ბრძოლაში თავს კარგად წარმოაჩენს, შესაძლოა შევხვდეთ. - განაცხადა ისლამმა
შეგახსენებთ, რომ ისლამ მახაჩევთან ბრძოლის სურვილი ილია თოფურიამაც გამოთქვა. მიუხედავად ქვემსუბუქი წონის ჩემპიონის სურვილისა, ისლამს მასთან დაპირისპირების სურვილი არ ხიბლავს.