Belive

"თქვი ძილინებისა გეიჯი" - ილია თოფურიას მენეჯერი

3 თვის წინ სხვა
1 წთ

ილია თოფურიას მენეჯერმა სოციალურ ქსელში ასეთი რამ დაწერა: "თქვი ძილინებისა გეიჯი..."

ეს მხოლოდ ერთ რაღაცას ნიშნავს. სავარაუდოდ, "მატადორის" მომავალი მეტოქე ჯასტინ გეიჯი იქნება. უკვე წაშლილი პოსტით თუ ვიმსჯელებთ, ილიამ UFC 322-ზე უნდა იჩხუბოს. დიდია იმის ალბათობა, რომ ამავე საღამოს შედგეს ისლამ მახაჩევისა და ჯეკ დელა მადალენას სატიტულო ბრძოლაც.

ცოტა ხნის წინ ამის შესახებ რენატუ მოიკანუც საუბრობდა. ბრაზილიელი მებრძოლის თქმით, ჭორი გაიგო, რომელიც ილიასა და ჯასტინის ბრძოლის ჩანიშვნაზე იყო.

თუ ყველაფერი ასე მოხდა, გამოდის ცარუკიანს საჩემპიონო ბრძოლამდე ისევ ლოდინი მოუწევს. სავარაუდოდ, სომეხი პადი პიმბლეტის წინააღმდეგ იბრძოლებს.

სხვა სტატიები