Belive

ისლამ მახაჩევმა პორიე დააფინიშა და ჩემპიონის ქამარი მესამედ დაიცვა

3 თვის წინ სხვა
1 წთ

ნიუ ჯერსიში UFC 302-ის მთავარმა ბრძოლამ მოლოდინები სრულად გაამართლა. მსუბუქი წონის ჩემპიონი ისლამ მახაჩევი ქამარს მესამედ იცავდა, თავის მხრივ, დასტინ პორიე ტიტულზე კარიერაში მესამედ იბრძოდა. მებრძოლებმა დიდებული 5-რაუნდიანი სანახაობა შემოგვთავაზეს, რომელშიც მსაჯების გადაწყვეტილებით უფრო მახაჩევი იმარჯვებდა, მაგრამ მოქმედმა ჩემპიონმა მე-5 რაუნდში იპოვა მომენტი და პორიე მახრჩობელაზე გამოიჭირა, დასტინი იძულებული გახდა დანებებულიყო. მახაჩევმა ისე გაიმარჯვა, როგორც ჩემპიონს შეეფერება, ფინიშით და კითხვების გარეშე.

35 წლის დასტინ პორიე MMA-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მებრძოლია, თუმცა მას არასდროს ჰქონია დივიზიონის ჩემპიონის ქამარი. 2019 წელს ის ხაბიბ ნურმაგამედოვთან დამარცხდა, 2021 წელს კი ჩარლზ ოლივეირასთან. მესამე შეტევაც უშედეგოდ დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ ისლამ მახაჩევმა აქამდე ქამრის დაცვა UFC 294-ზე შეძლო, როცა მისი დივიზიონის ჩემპიონობას ალექსანდრ ვოლკანოვსკი უმიზნებდა. მაშინ ჩემპიონმა ავსტრალიელი უძლიერესი დარტყმით (ფეხით) გათიშა. ისლამ მახაჩევმა ზედიზედ მე-14 ბრძოლა მოიგო.

სხვა სტატიები