Belive

"მასთან ბრძოლა ვოლკანოვსკისთან ჩხუბის შემდეგ შემეძლო" - ილია მახაჩევთან ჩხუბზე

3 თვის წინ სხვა
1 წთ

როგორც მოგეხსენებათ, ილია თოფურია ოქტაგონზე აბუ-დაბიში დაბრუნდება. მისი მოწინააღმდეგე BMF-ის ქამრის მფლობელი მაქს ჰოლოუეი იქნება.

ილია ყველა ბრძოლის წინ საკუთარ ძალებში ყოველთვის დარწმუნებულია. გამონაკლისი არც ჰოლოუეისთან ჩხუბია. "მატადორს" უკვე სამომავლო გეგმებზე ეკითხებიან და ილია მომავალ მეტოქედ მახაჩევს ასახელებს.

სიმართლე გითხრათ, მასთან ბრძოლა ვოლკანოვსკისთან ჩხუბის შემდეგ შემეძლო. თუმცა, გადავწყვიტე ქვემსუბუქ წონაში ასპარეზი გავაგრძელო და ჩემი ქამარი დავიცვა. როცა მაქს ჰოლოუეის დავანოკაუტებ, შესაძლოა UFC-მ დამირეკოს და ზედა წონაში ასვლა შემომთავაზოს. ამ გადაწყვეტილებით მოხარული ვიქნები. მახაჩევს დიდ პატივს ვცემ მაგრამ, არსებობს დონეები. ვგრძნობ, რომ შერეული საბრძოლო ხელოვნების ახალ თაობას წარმოვადგენ. - განაცხადა ილია თოფურიამ

შეგახსენებთ, რომ ილიასა და მაქსის ბრძოლა აბუ-დაბიში 26 ოქტომბერს გაიმართება. აქვე იმასაც გეტყვით, რომ "მატადორი" საკუთარ ჩემპიონის ქამარს პირველად დაიცავს.

სხვა სტატიები