"არმანი უბრალოდ ბევრს ლაპარაკობს" - ისლამ მახაჩევი
ისლამ მახაჩევმა მსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი დასტინ პორიეს წინააღმდეგ წარმატებით დაიცვა. 5-რაუნდიან დაპირისპირებაში კავკასიელმა მებრძოლმა "ბრილიანტი" ბოლო რაუნდში, მახრჩობელა ილეთით დაამარცხა.
მიუხედავად გამარჯვებისა, ბევრისთვის ისლამი დამაჯერებელი ვერ იყო. ამ აზრს იზიარებს არმან ცარუკიანი, რომელიც ამბობს რომ მახაჩევს მარტივად დაამარცხებს.
სომეხი მებრძოლის სიტყვებზე ისლამ მახაჩევმა მედიასთან ისაუბრა.
ის უბრალოდ ბევრს საუბრობს. საკუთარი ბრძოლებიდან ხალხის ყურადღებას ვერ იღებს და ცდილობს ეს ბევრი ლაპარაკით გააკეთოს. არმანს ჩემთან გამარჯვების შანსი ჰქონდა მაგრამ, მე დავამარცხე. ეჭვი მაქვს ამის გაკეთება მეორედაც მომიწევს. - განაცახდა ისლამ მახაჩევმა
ჩემპიონის ქამრის დაცვის შემდეგ, მახაჩევმა საინტერესო რამ თქვა. ის თვლის, რომ დროა დივიზიონი შეიცვალოს, რადგან მსუბუქ წონაში მისი დონის მებრძოლები აღარ არიან. მახაჩევი ქვესაშუალო წონაში გადანაცვლებას და ლეონ ედვარდსისთვის ქამრის წართმევას გეგმავს.
ის კარგი მებრძოლია, საკმაოდ კარგი უნარებით. ვფიქრობ, სანახაობრივი ბრძოლა უნდა გამოგვივიდეს. დარწმუნებული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა მეორე ქამარიც მოვიგო.
მეორე ქამრისთვის ბრძოლა ჩემი დიდი ოცნებაა. ჩემს დივიზიონში არ დარჩა მებრძოლი, რომელიც არ დამიმარცხებია. TOP 5-ის ბიჭებმა ერთმანეთი დაამარცხეს. ცარუკიანი ყველაზე ახლოს არის მაგრამ, ის უკვე დავამარცხე. თუ UFC არჩევანის საშუალებას მომცემს, აუცილებლად მეორე ქამარზე ბრძოლას ავირჩევ. - თქვა ისლამმა
შეგახსენებთ, რომ არმან ცარუკიანმა თავისი უკანასკნელი ბრძოლა UFC 300-ზე ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ გამართა. სომეხმა მოწინააღმდეგე მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა და მსუბუქი წონის ნომერ პირველი კონტენდერი გახდა.
აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ოლივეირას დამარცხების შემდეგ, ოქტაგონიდან გამოსულ არმანს ისლამთან ბრძოლა შესთავაზეს. თუმცა, ცარუკიანს ბრძოლის თარიღი არ აწყობდა, რადგან აღსადგენად დრო არ ჰყოფნიდა.
არმანი და ისალი UFC-ში აქამდეც შეხვედრილან. ეს ბრძოლა 2019 წელს გაიმართა და მახაჩევის გამარჯვებით დასრულდა.