ისლამ მახაჩევი: "მერაბი ამერიკაში ცხოვრობს და წარმოდგენა არ აქვს რას ლაპარაკობს"
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა ნანატრი ჩემპიონობა მოიპოვა და ჩვენს ქვეყანას, ყველაზე პრესტიჟულ საბრძოლო ორგანიზაციაში, უკვე ორი მოქმედი ჩემპიონი ჰყავს. მერაბმა ყოფილ ჩემპიონს, შონ ო'მალის 5-რაუნდიანი გაკვეთილი ჩაუტარა და აბსოლუტური დომინაციით წაართვა საჩემპიონო ქამარი.
დვალიშვილის მომავალ მეტოქედ უმარ ნურმაგომედოვი განიხილება, რომელიც რეიტინგში მე-2 ადგილს იკავებს. იქამდე, დანა უაითმა განაცხადა, რომ ო'მალისა და მერაბს შორის გამარჯვებულს სწორედ უმარი შეხვდებოდა.
საჩემპიონო პრესკონფერენციაზე მერაბი ამ თემას შეეხო და განაცხადა ისიც, რომ უმარი დაღესტნელი მებრძოლია და არა რუსი, ის იბრალოდ რუსულ დროშას წარმოადგენს. მერაბის განცხადებას UFC-ის კიდევ ერთი ჩემპიონი, ისლამ მახაჩევი გამოეხმაურა.
მერაბი ამერიკაში ცხოვრობს და წარმოდგენა არ აქვს რაზე საუბრობს. დაღესტანი რუსეთის ნაწილია - ამბობს ინტერვიუში ისლამ მახაჩევი
დვალიშვილს არაერთხელ უთქვამს, რომ ნურმაგომედოვი სატიტულო ბრძოლას არ იმსახურებს. მერაბის აზრით, UFC მას საქმეს უმარტივებს. ქართველის აზრით, მისი მომდევნო მეტოქე დეივსონ ფიგერედო უნდა იყოს.