Belive

შონ ო'მალის მერაბთან განმეორებითი ბრძოლა მარტში სურს

1 თვის წინ სხვა
1 წთ

მას შემდეგ, რაც შონ ო'მალი ჩემპიონიდან ყოფილ ჩემპიონად იქცა, რევანშის სურვილით არის შეპყრობილი. UFC306-ზე, 5-რაუნდიან დაპირისპირებაში, მერაბ დვალიშვილმა მისი ქამარი ისე წაიღო, რომ შედეგში ეჭვი არავის შეპარვია. უმარ ნურმაგომედოვის კანდიდატობის მიუხედავად, შონ ო'მალი რემატჩს ითხოვს.

უმარმა თვქა, რომ ბრძოლა მიმდინარე წელს უნდა, მერაბმა კი მასთან ჩხუბი 2024 წელს გამორიცხა, ამიტომ მე დამელოდე, მზად მარტში ვიქნები.

ჩემი ამბიცია, ჩემი სწრაფვა, ყველაფერი მაღალ დონეზეა. მინდა სპორტდარბაზში მალე დავბრუნდე. სამი წელი ვამბობდი, რომ უკეთესი ვიყავი, ვიდრე მარლონ (ჩიტო) ვერა და ეს დავამტკიცე კიდეც, ახლა დავამტკიცებ, რომ მერაბზე უკეთესიც ვარ, მაიამიში ჩხუბი მშვენიერი იქნებოდა - განაცხადა ო'მალიმ

მერაბ დვალიშვილმა ო'მალის ეს კომენტარი საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე გააზიარა. როგორც ჩანს, მერაბს არაფერი აქვს საწინააღმდეგო ყოფილი ჩემპიონის სურვილთან, რომ ბრძოლა გამეორდეს. დვალიშვილმა გაზიარებულ პოსტს, აღწერის სახით, კომენტარიც დაურთო, სადაც შონს ჰპირდება, რომ ამჯერად მის 'კოცნას აღარ შეეცდება'.

View this post on Instagram

A post shared by Merab Dvalishvili (@merab.dvalishvili)

სხვა სტატიები