Belive

"დღეს მეტოქე უკეთესი იყო, მაგრამ მე დავბრუნდები" - მერაბ დვალიშვილი

20 საათის წინ სხვა
1 წთ

მერაბ დვალიშვილი UFC 323-ის საჩემპიონო ბრძოლაში პიოტრ იანთან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.

სუპერმსუბუქი წონის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მებრძოლს ძალიან ცოტა დააკლდა ისტორიის დაწერასთან და 1 კალენდარულ წელში, ჩემპიონის ქამრის ოთხჯერ დაცვასთან, მაგრამ დღეს იანი უკეთესი იყო და მერაბის ფენომენალური სვლაც დროებით შეჩერდა.

ბრძოლის დასრულების შემდეგ, მერაბმა ჯო როგანს გულწრფელი ინტერვიუ მისცა და კიდევ ერთხელ დაგვანახა თუ რამდენად დიდი მებრძოლია.

ყველანაირად ვეცადე, რომ მაყურებლისთვის კარგი და სანახაობრივი ბრძოლა მეჩვენებინა. დღეს დავმარცხდი, რადგან მეტოქე უკეთესი იყო.

იანს ვულოცავ გამარჯვებას და რემატჩს ვითხოვ - მე დავბრუნდები. წელიწადში ოთხჯერ წონის კლება ურთულესია, მაგრამ თავს არ ვიმართლებ. მე დღეს ვეცადე, რომ ყველასთვის სანახაობრივი ბრძოლა მეჩვენებინა. მიხარია, რომ დანა უაითი ბედნიერია. - მერაბ დვალიშვილი.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილს სუპერმსუბუქ წონაში ზედიზედ 14-ბრძოლიანი მოგებათა სერია ჰქონდა. დვალიშვილმა სხვადასხვა ეტაპზე, წონის 5 ჩემპიონი დაამარცხა და 2025 წელს 4 სატიტულო ბრძოლა გამართა.

სხვა სტატიები