Belive

ისლამ მახაჩევი: "მე და ილია ვიბრძოლებთ"

4 თვის წინ სხვა
1 წთ

ისლამ მახაჩევი აბუ დაბიში გამართულ ბოლო ღონისძიებას დაესწრო. მსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი საერთო რეიტინგში პირველი ადგილის დაკარგვას გამოეხმაურა. დაღესტნელი თოფურიამ ჩაანაცვლა და ამას ლოგიკური ახსნაც მოუძებნა.

ეს მარკეტინგია. ორგანიზაციამ ეს სპეციალურად გააკეთა, რომ ბრძოლის მიმართ ინტერესი გაზრდილიყო. ხალხს ჩვენი ჩხუბი აინტერესებს და ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი სწორად კეთდება. ჩვენ პირველი ადგილისთვის ვიბრძოლებთ. - განაცხადა ისლამ მახაჩევმა
View this post on Instagram

A post shared by UFC Eurasia (@ufceurasia)

შეგახსენებთ, რომ ისლამ მახაჩევმა მსუბუქი წონის ქამარი დათმო და ქვესაშუალო წონაში გადავიდა. ჯერჯერობით, დადასტურებული არ არის, მაგრამ დიდი ალბათობით მახაჩევის მომავალი მეტოქე ჯეკ დელა მადალენა იქნება.

სხვა სტატიები