"ვფიქრობ, რომ უმარს მერაბთან მეორე ბრძოლამდე მოცდა მოუწევს" - ბელალ მუჰამადი
1 თვის წინ
სხვა
1 წთ
საშუალო წონის ყოფილმა ჩემპიონმა ბელალ მუჰამადმა განაცხადა, რომ მისი აზრით უმარს მერაბამდე კიდევ ერთი ჩხუბის ჩატარება მოუწევს. ბელალის თქმით, უმარი დვალიშვილისთვის ყველაზე შესაბამისი ოპონენტია.
ვფიქრობ, უმარს კიდევ ერთი ბრძოლის ჩატარება მოუწევს, რადგან მერაბი პიოტრ იანს ითხოვს. უმარი ოქტომბრის შემდეგ დეკემბერში ვერ იბრძოლებს. მჯერა, უმარი მერაბისთვის ყველაზე ახლო მეტოქე იქნება, რადგან პირველ ბრძოლაში ჭიდაობა ძალიან თანაბარი იყო. ძალიან დაძაბული ბრძოლა იყო.
ვიცი, რომ მერაბი უმარს არ აფასებს და ერთმანეთთან დაპირისპირება აქვთ. ეს სასაცილო რამაა, რადგან ორივე ძალიან კარგი ბიჭია და ერთმანეთი უბრალოდ არ მოსწონთ. მერაბი პატარა ბიჭებს ისევ საინტერესოს ხდის. - განაცხადა ბელალ მუჰამედი
Belal Muhammad says Merab is bringing excitement back to the smaller weight classes and sees Umar as his biggest challenge
— Red Corner MMA (@RedCorner_MMA) October 8, 2025
"I do think Umar probably has to get one more because Merab is calling for Petr Yan. Umar is not gonna go in December after October. I do think it’s one of… pic.twitter.com/rjJS6be2Ii
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა. მათი ბრძოლა დვალიშვილისთვის ქამრის პირველი დაცვა იყო. მერაბს ახლა უკვე სამი დაცვა აქვს და ლეგენდარულ დომინიკ კრუზს გაუთანაბრდა.