ჯოშ ჰოკიტი: „ასპინალი თვალის ტრავმას იგონებს, რათა UFC-სთან კონტრაქტი გაწყვიტოს“
14 ნოემბერს ნიუ-იორკში UFC 334 გაიმართება, სადაც დაუმარცხებელი პრეტენდენტი ჯოშ ჰოკიტი მძიმე წონის ჩემპიონის ტიტულისთვის სირილ განს დაუპირისპირდება.
არიელ ჰელვანისთან ინტერვიუში ჰოკიტმა მძიმე წონის ყოფილ ჩემპიონზეც ისაუბრა და დასძინა რომ ასპინალმა თვალის ტრავმა უბრალოდ მოიგონა.
ასპინალს 2025 წლის ოქტომბრის შემდეგ არ უბრძოლია. მაშინ UFC-ის მძიმე წონის საჩემპიონო ქამრის დაცვა სირილ განთან შეხვედრაში No Contest-ით დასრულდა - პირველსავე რაუნდში ინგლისელს განის თითები თვალებში მოხვდა და ჩხუბი ვერ გააგრძელა.
ჰოკიტის აზრით, ასპინალი ტრავმის სიმძიმეს უბრალოდ აზვიადებს. ამერიკელი ფიქრობს, რომ ინგლისელს UFC-ის კონტრაქტისგან თავის დაღწევა სურს, რათა ძალები კრივში მოსინჯოს და გაცილებით დიდი ფული იშოვოს.
„სიმართლე გითხრათ, არ მგონია რომ მისი ტრავმა რეალურია, უბრალოდ კონტრაქტისგან თავის დაღწევა სურს... ეს ყველაფერი მოგონილია. არ ვიცი, ექიმებს უხდის თუ არა ფულს, მაგრამ აშკარაა, კრივში დიდი ფულის შოვნა სურს“ - ჯოშ ჰოკიტი
ინტერვიუში ჰოკიტმა პირობა დადო, რომ ჩემპიონობის შემთხვევაში წელიწადში ოთხჯერ იჩხუბებს. ამასობაში, ასპინალის წასვლის შემდეგ, სირილ განი UFC-ის აბსოლუტური ჩემპიონი გახდა.
ფრანგი ტიტულის პირველად დაცვას დაუმარცხებელ ჯოშ ჰოკიტისთან შეეცდება. მათი ბრძოლა 14 ნოემბერს, ნიუ-იორკში, Madison Square Garden-ში, UFC 334-ის მთავარ მოვლენად გაიმართება.
Josh Hokit says Tom Aspinal is faking the eye injury to get out of his UFC contract:
— Championship Rounds (@ChampRDS) September 28, 2026
"I think he has his teammates farting on his pillow, and then he goes to sleep gets pink eye and posts that sh*t on Instagram.
I think he's just trying to get out of his deal. That sh*ts all… pic.twitter.com/IwHHfof3kQ