Belive

"ის არ გვეუბნება თუ ვისთან სურს ბრძოლა" - დენიელ კორმიე თოფურიაზე

2 კვირის წინ სხვა
1 წთ

UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა და ყოფილმა ჩემპიონმა დენიელ კორმიემ ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა. ამერიკელის საუბრის მთავარი ნაწილი "მატადორის" მომავალს შეეხო. DC თვლის, რომ თოფურიამ ნათლად უნდა დაასახელს თუ ვისთან სურს შეხვედრა.

ილია წინა თაობის წარმომადგენელს უნდა დაუპირისპირდეს. თუმცა, ილია საკითხს სხვაგვარად უდგება. დარწმუნებით არ ვიცი ეს სადამდე მიიყვანს. მან ბრაიან ორტეგასთან და მაქს ჰოლოუეისთან ბრძოლა უარი თქვა. ახლა ისეთი პირი უჩანს არც ვოლკანოვსკითან სურს შეხვედრა. ეს იმ ბიჭების სახელებია, რომლებიც ქვემსუბუქი წონის დივიზიონის ჩემპიონების სიაში არიან. ილიას კი მათთან შეხვედრა არ სურს.
ახლა ის მაქსთან ბრძოლას დათანხმდა. ილიამ თქვა, რომ მაქსთან შეხვედრა მხოლოდ მაშინ იქნება ღირებული თუ BMF-ის ქამარს ჩამოვა. ილია თოფურია ჩემპიონია და როგორც ჩემპიონი ვალდებულია თქვას ვისთან, სად და როდის სურს ბრძოლა. უცნაურია, რადგან ის არ გვეუბნება თუ ვინ იქნება შემდეგი. - განაცხადა დენილ კორმიემ

შეგახსენებთ, რომ BMF ქამრის მოგების შემდეგ, მაქს ჰოლოუეიმ ილია თოფურია გამოიწვია. ჩემპიონმა მაქსის გამოწვევა მიიღო და მასთან ბრძოლას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება თუ BMF-ის ქამარს ჩამოვა. ჯერჯერობით, ამ დაპირისპირებაზე ოფიციალურად არაფერი ვრცელდება, თუმცა, დიდი ალბათობით მაქსისა და ილიას ბრძოლა ვიხილავთ.

სხვა სტატიები