Belive

იოკოძუნების ბედს ახლადშექმნილი საბჭო გადაწყვეტს

3 წლის წინ სხვა
2 წთ
2020 წელი სუმოს სამყაროსათვის ოფიციალურად დასრულებულია, გაუქმებული მარტის ბაშოს მიუხედავად, საკმაოდ საინტერესო წელი ოძეკი ტაკაკეიშოს ჩემპიონობით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ სუმოს მაყურებლებს ძალიან დააკლდათ იოკოძუნების ასპარეზობა, რომელთაც ხან რა პრობლემა აქვთ იმისათვის, რომ ბაშოზე ასპარეზობაში ხელი შეეშალოთ და ხან რა... ამასთან დაკავშირებით იაპონური მედიაგამოცემა აქვეყნებს ინფორმაციას, რომ შეიქმნა "იოკოძუნების გათავისუფლების საბჭო", რომელთა ფუნქციაც დიდი ალბათობით იქნება იმის განსჯა თუ რაოდენ კომპეტენტური მიზეზით ჩაეხსნენ ბაშოებს იოკოძუნები, შემდეგ ამ ყველაფრის შეჯამება, გადახარისხება და დასკვნის გამოტანა - არის თუ არა ეს ყოველივე საპატიო მიზეზი. შეგახსენებთ, რომ იოკოძუნა ჰაკუჰომ უკვე ზედიზედ მეორე ბაშო გამოტოვა სრულად, რაც შეეხება კაკურიუს მასზეც ანალოგიურის თქმაა შესაძლებელი თუმცა, მან ივლისშიც მხოლოდ პირველი დღის ორთაბრძოლა ჩაატარა, ისიც მარცხით დაასრულა და მას შემდეგ დოჰიოზე აღარავის უნახავს. საბჭოს თავმჯდომარე ჰირონორი იანო საკმაოდ საინტერესო კომენტარს აკეთებს:
"ვერანაირად ვერ ვიტყვით, რომ მათ შეასრულეს ის დაკისრებული პასუხისმგებლობა, რაც იოკოძუნებს აქვთ. ჰაკუჰოს ბოლო 6 ბაშოდან მხოლოდ 3 აქვს დასრულებული დადებითი ბალანსით, მათ შორის ერთ-ერთზე (ივლისი) ბოლო დღეებში ჩაეხსნა, ხოლო კაკურიუს ბოლო 6 ტურნირიდან მხოლოდ 1 აქვს დასრულებული დადებითად და სრულად"  "ჩვენ ვეცდებით, რომ ჩვენი საბჭოს შექმნით მათ ჰქონდეთ წინაპირობა იმისა, რომ იანვრის ბაშოზე აუცილებლად უნდა იყვნენ წარმოდგენილნი", - აცხადებს საბჭოს თავმჯდომარე ჰირონორი იანო.
როგორც სტატიაში ვკითხულობთ, მსგავსი ტიპის საბჭო სუმოს ისტორიაში რიგით მეორედ იქმნება, თუ რა შედეგი ექნება ამ ყოველივეს, ამას იანვარში ერთად, რა თქმა უნდა, Live.ge-ის ეგიდით მიმდინარე სუმოს 15-დღიანი პირდაპირი ეთერის მიმდინარეობისას ვიხილავთ...  

სხვა სტატიები