Belive

"რუსებო არ შეგრცხვეთ და ამაყად იარეთ" - პლიუშენკოს სამარცხვინო განცხადება

2 წლის წინ სხვა
2 წთ

ნაკლებად თუ ვინმე წარმოიდგენდა, რომ 21-ე საუკუნეში კაცობრიობა მსგავსი სისასტიკის მნახველი გახდებოდა. იმ დროს, როდესაც წამყვანი ქვეყნები ტექნოლოგიების განვითარებაზე, კოსმოსის შესწავლასა და მარსის ექსპანსიაზე ფიქრობენ, რუსეთმა მეზობელი ქვეყნის ოკუპაცია განიზრახა. საერთაშორისო სამართლის ფეხქვეშ გათელვით, რუსეთი უკრაინას ბარბაროსულად დაესხა თავს. თითქმის ორი კვირაა უკრაინის ქალაქების დაბომბვა არ წყდება, რასაც მშვიდობიანი მოქალაქეების - მათ შორის ბავშვების სიცოცხლე ეწირება. საერთაშორისო თანამეგობრობა და სრულიად სპორტული სამყარო გმობს რუსეთის აგრესიას. პოლიტიკურ დონეზე დაწესებული სანქციების პარალელურად, თითქმის ყველა სპორტულმა ორგანიზაციამ რუსეთსა და ბელორუსს სპორტული ღონისძიებების მასპინძლობა აუკრძალა. სპორტულმა ორგანიზაციებმა რუსეთი საკუთარი რიგებიდან მოკვეთეს და მსოფლიოს მასშტაბით ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება აუკრძალეს. არაერთი სახელოვანი სპორტსმენი რუსეთის ქმედებებს სასტიკად გმობს და ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს. სამწუხაროდ, იშვიათი გამონაკლისებიც არსებობს - არტიომ ძიუბასა და ივან კულიაკს არ სრცხვენიათ იმ ბოროტების, რომელსაც რუსეთი სჩადის. რუსი სპორტსმენები არათუ არ იზიარებენ მორალურ პასუხისმგებლობას - არამედ პროვოკაციული ქმედებებითაც გამოირჩევიან.

იშვიათი ნაძირლების რიცხვს, ძიუბასა და კულიაკის შემდეგ, კიდევ ერთი რუსი სპორტსმენი შეუერთდა. ფიგურულ სრიალში ორგზის ოლიმპიური ოქროსმედალოსანი - ევგენი პლიუშენკო, რუსებს მოუწოდებს, რომ მთელს მსოფლიოში თავაწეულებმა იარონ და იამაყონ.
"მე ევგენი პლიუშენკო ვარ! მე რუსი ვარ! ვამაყობ იმით, რომ რუსი ვარ! დიდებულ რუსეთში, ხაბაროვსკის მხარეში დავიბადე. რუსებო, მთელს მსოფლიოში თავაწეულებმა იარეთ და არ შეგრცხვეთ იმის, რომ ხართ რუსები. იამაყეთ იმით, რომ ხართ რუსები", - აღნიშნულია პლიუშენკოს Instagram-ზე განთავსებულ პოსტში.
 
View this post on Instagram
 

A post shared by Евгений Плющенко (@plushenkoofficial)

სხვა სტატიები