"ილიასთან დაპირისპირებას დიდ ბრძოლად ვერ აღვიქვამ" - ჩარლზ ოლივეირა
2 კვირის წინ
სხვა
1 წთ
ABC MMA-სთან ინტერვიუში ჩარლზ ოლივეირამ სამომავლო ჩხუბზე ისაუბრა. ბრაზილიელი თვლის, რომ მსუბუქი წონის ჩემპიონობის მთავარი კანდიდატი ის არის. ჩარლზ ოლივეირა ამბობს, რომ ტიტულზე პირველი ის იბრძოლებს და არა ილია თოფურია.
ხალხი ბევრ რამეს ამბობს, თუმცა, მე მხოლოდ ქამარს ვუმიზნებ. დღეს ჩემპიონი ისლამ მახაჩევია. ილია ძლიერი ბიჭია და პატივისცემას იმსახურებს. მაგრამ, მასთან დაპირისპირებას დიდ ბრძოლად ვერ აღვიქვამ. ტიტულის მოსაგებად ისლამთან ჩხუბი და გამარჯვება მჭირდება. - განაცხადა ჩარლზ ოლივეირამ
ქვემსუბუქი წონის დატოვების შემდეგ, ილიას ახალი დივიზიონის ჩემპიონობას უმიზნებს. "მატადორმა" ბოლო ორ ბრძოლაში ლეგენდარული სახელები დაანოკაუტა. ჯერ ალექს ვოლკანოვსკი გათიშა და ქამარი წელზე მოირგო, შემდეგ საკუთარი ტიტული მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ დაიცვა.