Belive

"ო'მალისთან პირველი ჩხუბისგან ვისწავლე, რომ ეს ბიჭი მაგრად ურტყამს" - დვალიშვილი

6 თვის წინ სხვა
1 წთ

დვალიშვილი ო'მალისთან ჩხუბამდე მშვენიერ ფორმაშია და ძალიან თავდაჯერებულიც არის. მერაბი ამბობს, რომ უბრალოდ შონზე უკეთესია და ეს ჩხუბიც იმავე შედეგით დასრულდება, რომლითაც პირველი.

ძალიან თავდაჯერებული ვარ და ბრძოლისთვის მზად ვარ. ო'მალისთან პირველ ჩხუბიდან ვისწავლე, რომ ეს ძლიერად ურტყამს. ნოკაუტის ძალა აქვს, მაგრამ მე მასზე უკეთესი ვარ. შონს გავტეხავ ისე, როგორც ეს წინა ბრძოლაში გავაკეთე. - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა

შეგახსენებთ, რომ მერაბისა და "შუგას" განმეორებითი ჩხუბი ნიუ ჯერსიში გაიმართება და 8 ივნისს გამთენიისას დაიწყება.

სხვა სტატიები