"რაღაც ძალიან ცუდი უნდა მოხდეს, რომ კონორმა 11 ივლისს არ იჩხუბოს" - არიელ ელვანი
1 დღის წინ
სხვა
1 წთ
ცნობილი MMA-ს ჟურნალისტი და ინსაიდერი არიელ ელვანი ამბობს, რომ კონორ მაკგრეგორი ზაფხულში აუცილებლად იჩხუბებს. მისი თქმით, ირლანდიელის დაბრუნება არავითარ შემთხვევაში არ გადაიდება.
უსაფრთო უქნება თუ ვიტყვი, რომ კონორი ზაფხულში დაბრუნდება. რაღაც ძალიან საშინელი უნდა მოხდეს, რომ 11 ივლისს არ იჩხუბოს. UFC-ს ეს ისე სჭირდება, როგორც არასდროს. მათ ამ ქარდზე კონორი სჭირდებათ. ისინი მთელს თავის ენერგიას ჩადებენ, რომ ჩხუბი ჩანიშნონ. - ამბობს არიელ ელვანი
🚨 Conor McGregor will fight on July 11 unless “something disastrous” happens, per Ariel Helwani
— Happy Punch (@HappyPunch) March 23, 2026
Max Holloway could be the fight 👀 pic.twitter.com/EW1XiJY1b8
შეგახსენებთ, რომ კონორ მაკგრეგორმა ბოლო ბრძოლა UFC 264-ზე გამართა. ირლანდიელმა დასტინ პორიესთან ბრძოლაში ფეხი მოიტეხა და ბუნებრივია, რომ დამარცხდა კიდეც. ჯერჯერობით ცნობილი არაა, იჩხუბებს თუ არა კონორი თეთრ სახლში.