"ილიას ოლივეირას დგომში მოკვლა ისლამზე მეტად გაუმარტივდება" - ხავი კლიმენტი
7 თვის წინ
სხვა
1 წთ
ილია თოფურიას კრივის მწვრთნელმა ხავი კლიმენტმა "ლეგენდის" უნარებს კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი. ხავი ამბობს, რომ თოფურიას მოწინააღმდეგის მოკვლა შეუძლია. კლიმენტის თქმით, ჩარლზი და ისლამი მისთვის მარტივი ნადავლია.
ვერც კი წარმომიდგენია ილიასთან ბრძოლისთვის როგორ უნდა მოემზადოს. ილია სტრაიკინგში მას მოკლავს. იგივეს გაუკეთებს ისლამსაც. ოლივეირასთან მიმართებაში ყოველთვის პატივისცემით ვსაუბრობ, მაგრამ მისი მოკვლა ისლამზე მეტად გაუმარტივდება. - განაცხადა ხავი კლიმენტმა
შეგახსენებთ, რომ ილიას ბოლო ბრძოლიდან თითქმის ნახევარი წელია გასული. "ლეგენდამ" უკანასკნელ დაპირისპირებაში მაქს ჰოლოუეი დაანოკაუტა და ჩემპიონის ქამარი დაიცვა.
რაც შეეხება მახაჩევს, მან მოიკანუ პირველივე რაუნდში საბმიშენით დაამარცხა და ქამარი შეინარჩუნა.