Belive

"თუ ბელალი მოიგებდა, ისლამი ქამარს ილიას წინააღმდეგ დაიცავდა" - უმარ ნურმაგომედოვი

5 თვის წინ სხვა
1 წთ

ცნობილი რუსი ბლოგერი ადამ ზუბაიარევი უმარ ნურმაგომედოვს დაღესტანში ესტუმრა. ის უმარს სავარჯიშო ბაზაზე შეხვდა და ვარჯიშის პროცესსაც დაესწრო. ბუნებრივია პატარა ინტერვიუც შემოგვთავაზეს, სადაც უმარმა ჰანტერ კემპბელის დაღესტანში სტუმრობა გაიხსენა.

როგორც ნურმაგომედოვი ამბობს, ამ ვიზიტის მიზეზი მთლიანად ილიასა და ისლამის ჩხუბი იყო.

არ ვიცი ამის თქმა შეიძლება თუ არა მაგრამ, მათ უნდოდათ რომ ისლამს წონა შეეცვალა. UFC-ს 70 კილოგრამში თოფურიას გაჩემპიონება სურდა. გეგმა ასეთი იყო: თუ ბელალი მოიგებდა, ისლამი საკუთარ ქამარს თოფურიას წინააღმდეგ დაიცავდა. ახლა ზედა წონაში ავიდა და ვიმედოვნებ ორი წონის ჩემპიონი გახდება. მას მსუბუქი წონის ქამრის დათმობა არ უნდა, მსუბუქ წონაში ბრძოლა ისევ სურს. - განაცხადა უმარ ნურმაგომედოვმა

თითქმის გადაწყვეტილია, რომ ისლამ მახაჩევი ქვესაშუალო წონის ჩემპიონს ჯეკ დელა მადალენას შეხვდება. ილიას ჩხუბი კი ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ ელის. ორივეს გაჩემპიონების შემდეგ, MMA-ს სამყაროს ძალიან დიდი ბრძოლა ელოდება.

სხვა სტატიები