Belive

"ილიას ნამდვილად ყველა საჭირო ინსტრუმენტი აქვს, რომ საუკეთესო გახდეს" - სენ-პიერი

7 საათის წინ სხვა
1 წთ

ჟორჟ სენ-პიერი ფიქრობს, რომ ილია თოფურია ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი გახდება. ლეგენდარულმა კანადელმა "მატადორს" ისიც უთხრა თუ რა არის საჭირო ამ წოდების მისაღებად.

თუ ილია თოფურია ამ დონეზე ასპარეზობას გააგრძელებს, ის ყველა დროის საუკეთესო გახდება. მას უბრალოდ კონცენტრირება და ყურადღების გაფანტვის თავიდან აცილება სჭირდება. მას ნამდვილად აქვს ყველა საჭირო ინსტრუმენტი, რომ საუკეთესო გახდეს. წარმატებებს ვუსურვებ. - ამბობს სენ-პიერი
View this post on Instagram

A post shared by ABC MMA (@abcxmma)

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიას სპორტისგან ამ დროისთვის პაუზა აქვს აღებული. ოჯახური პრობლემების გამო, "მატადორმა" დროებით ასპარეზობა შეწყვიტა. მსუბუქი წონის ქამარი კი დროებითი გახადა, ახლა მისი მფლობელი ჯასტინ გეიჯია. ოქტაგონზე დაბრუნების შემდეგ, "მატადორი" საკუთარი ტიტულისთვის სწორედ ამერიკელის წინააღმდეგ იბრძოლებს.

სხვა სტატიები