Belive

"როცა გადავწყვეტ დარტყმები გავუშვა, ვიცი რომ იმუშავებს" - ილია თოფურია

4 საათის წინ სხვა
1 წთ

ილია თოფურიამ საკუთარ მოსამზადებელ პერიოდზე ისაუბრა. როგორც "მატადორი" ამბობს, ილია მხოლოდ რამდენიმე კომბინაციას ამუშავებს და იმდენად იდეალურად აქვს დამუშავებული, რომ დარწმუნებულია ნებისმიერს დააძინებს.

რამდენიმე კომბინაციას ვირჩევ და სულ მათზე ვმუშაობ. ჩემი მოსამზადებელი პერიოდი სტრატეგიაზე არის დამოკიდებული.3-4 კომბინაცია მაქვს, რომლითაც მიწაზე გადაგიყვან და იქ დაგასრულებ.

დგომშიც მაქვს მოძრაობები, რომლითაც თუ გამოგიჭირე, აუცილებლად დაგაძინებ. პირველივე გაცვლებში მათ არ ვაჩენ. მე ძალიან მომთმენი და პერფექციონისტი ვარ. როცა გადავწყვეტ დარტყმები გავუშვა, ვიცი რომ იმუშავებს. - ამბობს ილია თოფურია

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია მომავალ ბრძოლას თეთრი სახლის ღონისძიებაზე გამართავს. ის ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდება და მათი ჩხუბი მსუბუქი წონის ქამრისთვის იქნება.

სხვა სტატიები