Belive

"ხელთათმანებში არაფერი ყოფილა და ილიამ ეს კარგად იცის" - მაიკლ ბისპინგი

5 დღის წინ სხვა
1 წთ

მაიკლ ბისპინგი კატეგორიულად გამორიცხავს, რომ გეიჯის ხელთათმანებში რაღაც იყო. ყოფილი ჩემპიონის თქმით, ეს ილიამაც კარგად იცის, უბრალოდ ამით სოციალურ ქსელში ინტერესი კვლავ გააღვივა.

კომისია ქორივით გაკვირდება. რამდენიმე ადამიანი იქვე დგას და შენს თითოეულ მოძრაობას აკვირდება. ხელთათმანებში არაფერი ყოფილა და ილია თოფურიამ ეს ძალიან კარგად იცის.

ერთადერთი, რასაც ის აკეთებს, არის ის, რომ ხელოვნურად ქმნის კონფლიქტს, რათა სოციალურ ქსელებში განხეთქილება გამოიწვიოს და ყველამ თქვას: 'ამ ტიპებს ერთმანეთი არ მოსწონთო'.

ეს თეთრ სახლში გამართული ღონისძიების მთავარი ბრძოლა იყო, წარმოუდგენლად მაგარი ორთაბრძოლა. რა თქმა უნდა, ხალხს ამის ნახვა სურს. ილიამ მთელ ამ სიტუაციაში ძალიან ჭკვიანურად ითამაშა.

ზოგიერთი იდიოტი იჯერებს კიდეც. ზოგს ყველაფრის სჯერა, რასაც ინტერნეტში ხედავს. ბავშვებო, გულის დაწყვეტა მომიწევს: ყველაფერი, რასაც X-ზე ან ინტერნეტში კითხულობთ, სიმართლე არ არის - მაიკლ ბისპინგი

რამდენიმე კვირის წინ ილია თოფურიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მომავალი ბრძოლისთვის გეიჯის ხელთათმანებს აუცილებლად შეამოწმება. იქამდეც, სანამ ილია ამას დაწერდა, სოციალურ ქსელში ამასთან დაკავშირებით დიდი მითქმა-მოთქმა მიდიოდა.

სხვა სტატიები