Belive

"ილიას ისეთთან შეხვედრა სჭირდება, ვინც ფორმის პიკში იქნება" - არმან ცარუკიანი

1 თვის წინ სხვა
1 წთ

არმან ცარუკიანის აზრით, ილია თოფურია ისეთ მეტოქეს არ შეხვედრია, რომელიც მას რეალურად გატესტავდა. სომეხის თქმით, თოფურიას საუკეთესოების დასამტკიცებლად მისი და ისლამის დამარცხება სჭირდება.

ვფიქრობ, რომ ილია ჯერ ისეთ მოწინააღმდეგეს არ შეხვედრია, რომელიც კარგ ფორმაში იყო. მას ვინმე ისლამის ან ჩემი მსგავსი სჭირდება. ისეთი, ვისაც ჭიდაობა შეუძლია, აქტიურია და ფორმის პიკშია. ვოლკანოვსკის შეხვდა, რომელიც უკვე დანოკაუტებული იყო. ჰოლოუეი, რომელიც მხოლოდ ფულისთვის იბრძვის. ჩემი აზრით, მე და ისლამს თუ გაგვცდება, მაშინ ნამდვილად იქნება ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი ისტორიაში. - ამბობს არმან ცარუკიანი

შეგახსენებთ, რომ არმან ცარუკიან წინ დენ ჰუკერთან ჩხუბი ელის. დაპირისპირება 22 ნოემბერს კატარში, დოჰაში არის ჩანიშნული.

რაც შეეხება ილიას, ჯერჯერობით ოფიციალური არაფერია. ყველაზე მეტი ჭორი ჯასტინ გეიჯიზე ვრცელდება, ასევე განიხილება პადი პიმბლეტის ვარიანტიც.

სხვა სტატიები