ილია თოფურია: "კონორის მოგება მირჩევნია - იქნებ, შემდეგ მე მებრძოლოს"
11 საათის წინ
სხვა
1 წთ
ილია თოფურია კონორ მაკგრეგორის წარმატებულ დაბრუნებას გულშემატკივრობს.
UFC-ის 2 წონის წონის ჩემპიონი მიიჩნევს, რომ ირლანდიელს, UFC 329-ზე, მაქს ჰოლოვეისთან რემატჩში, საქმის ბოლომდე მიყვანა შეუძლია და იმედოვნებს, რომ მაკგრეგორის გამარჯვებამ, შესაძლოა, მოგვიანებით, პირად დაპირისპირებამდეც მიგვიყვანოს. ბრძოლა 11 ივლისს, ლას-ვეგასში, T-Mobile Arena-ზე გაიმართება.
კონორს UFC-ის ერთ-ერთ უდიდეს ვარსკვლავად მივიჩნევ, მაგრამ ეს ერთ-ერთია იმ ფაქტორთაგან, რომელსაც თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. ის დაღმასვლაშია და ერთადერთი, ვინც ამ ბრძოლიდან რამეს მოიგებს, აღარ არის UFC, არამედ თავად მაკრეგორია.
ვფიქრობ, ეს იქნება ფეხზე მდგომი ბრძოლა - წმინდად დარტყმითი. ჩვენ არ ვნახავთ რაიმე ჭიდაობის მაგვარს. არ იფიქროთ, რომ კონორი მაქსზე ბევრად უარესია. ისინი, ალბათ, ორი კნუტივით იჩხუბებენ და დარტყმებს გაცვლიან.
ვფიქრობ, კონორი გაიმარჯვებს. რადგან ეს უკვე მოხდა ერთხელ. სინამდვილეში, თუ მკითხავთ, ვისი გამარჯვება მინდა, ეს კონორი იქნება - რადგან თუ ის გაიმარჯვებს და შემდეგ კიდევ ერთ ბრძოლას მოიგებს, შესაძლოა, საბოლოოდ ერთმანეთთან ვიბრძოლოთ.
- განაცხადა ილია თოფურიამ
Ilia Topuria picks Conor McGregor over Max Holloway for #UFC329 and thinks. that if he wins two fights a combat between him and Conor cold happen @ESPNMMA @ESPNDeportes pic.twitter.com/AE0xejCuEe
— Carlos Contreras Legaspi 🦁 (@CCLegaspi) May 22, 2026
კონორ მაკგრეგორისა და მაქს ჰოლოუეის პირველი ბრძოლა 13 წლის წინ შედგა, მაშინ ორივე მებრძოლი პირველ ნაბიჯებს დგამდა UFC-ში და გამარჯვება ირლანდიელს დარჩა.