"ერთადერთი, ვისთანაც იანმა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით წააგო მე ვიყავი" - დვალიშვილი
3 კვირის წინ
სხვა
1 წთ
მერაბ დვალიშვილი კვირა დღესაც არ ისვენებს. ქართველი "მანქანა" პარკში სავარჯიშოდ იყო, სადაც MMA Junkie-ს ჟურნალისტს შეხვდა და პატარა ინტერვიუც შემოგვთავაზეს. მერაბმა იანთან ჩხუბზე და ზედა წონაში ასვლაზე ისაუბრა.
ფინიში კარგი იქნება, მაგრამ პიოტრი აქამდე არავის გაუთიშავს. მას მხოლოდ გაყოფილი გადაწყვეტილებით აქვს მარცხები. ერთადერთი, ვისთანაც ერთსულოვანი გადაწყვეტილებით წააგო მე ვიყავი. მე უბრალოდ ფოკუსირებული ვარ ამ ჩხუბს ჯანმრთელად შევხვდე და გავიმარჯვო. სულ ეს არის, თუმცა, ფინიშიც კარგი იქნება.
ჯერ მინდა ჩემი დივიზიონი გავასუფთავო. სხვა წონაში გადასვლაზე შემდეგ ვაისაუბრებთ. ახლა მინდა საკუთარ საქმეს მივხედო და პიოტრ იანზე ვკონცენტრირდე. - განაცხადა მერაბმა
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილის მომავალი ჩხუბი პიოტრ იანის წინააღმდეგ იქნება. ჩხუბი დეკემბერს შედგება, რომელიც მერაბისთვის წელს მე-4 იქნება. გამარჯვების შემთხვევაში დვალიშვილი უნიკალურ მიღწევას დააფიქსირებს. ის გახდება პირველი მებრძოლი, რომელიც ჩემპიონის ტიტულს ერთ წელიწადში 4-ჯერ დაიცავს.