Belive

"ილიამ ჩვენს სპორტში ყველაზე დიდი სიმაღლეები დაიპყრო" - ხამზატ ჩიმაევი

1 თვის წინ სხვა
1 წთ

ხამზატ ჩიმაევი საჩემპიონო ბრძოლისთვის მოსამზადებელ პერიოდს გადის. მას ბანაკში ერთ-ერთი ბლოგერი ეწვია, რომელთან საუბარში საქართველოში სტუმრობაც გაიხსენა. ხამზატი ილიასაც შეეხო და აღნიშნა, რომ "მატადორს" პოტენციალი თავიდანვე ეტყობოდა. ჩიმაევმა თოფურიას და მახაჩევის დაპირისპირებაზეც ილაპარაკა.

როცა ჩვენ შევხვდით, ის BRAVE-ში უკვე TOP მებრძოლი იყო. კარგად ჩანდა, რომ შრომის მოყვარე იყო და ცხოვრებაში რაღაცის მიღწევა უნდოდა. ასეც მოახერხა და ამ სპორტში ყველაზე დიდი სიმაღლეები დაიპყრო.

ყველა მებრძოლი, რომ ჩუმად იყოს ჩვენი სპორტი საინტერესო აღარ იქნებოდა. ილიას პირადად შევხვედრივარ, ერთად გვივახშმია, გვისაუბრია და საკმაოდ წესიერი, ღირსეული ბიჭია.

მინდა თუ არა ისლამის და ილიას ჩხუბი, ამას რა მნიშვნელობა აქვს? როგორც მაყურებელი ყველა ბრძოლას ვადევნებ თვალს. როგორც გავიგე ილიასა და ისლამის ჩხუბი ფანებს ძალიან უნდათ. მე სიამოვნებით ვნახავ ამ ბრძოლას, შესანიშნავი იქნება. - ამბობს ხამზატი

შეგახსენებთ, რომ ხამზატ ჩიმაევს მომავალი ბრძოლა ქამრისთვის ელის, რომელიც დრიკუს დუ პლესისთან ექნება. ხამზატისა და დრიკუსის ჩხუბი UFC 319-ზე 17 აგვისტოს შედგება.

სხვა სტატიები