Belive

"ილია თოფურიას მაქსის გათიშვა შეუძლია" - ტომ ასპინალი

1 დღის წინ სხვა
1 წთ

UFC-ის მძიმე წონის დროებითი ჩემპიონი ტომ ასპინალი თვლის, რომ ილია თოფურიას მაქს ჰოლოუეის დამარცხება შეუძლია. მეტიც, ინგლისელი მებრძოლი იმასაც ამბობს, რომ "მატადორი" "დალოცვილის" გათიშვას შეძლებს.

ილია თოფურიას სიმაღლის გათვალისწინებით უნდა ვივარაუდოთ, რომ ახლო დისტანციიდან იბრძოლებს. ვინაიდან ილია დაბალია, მას საკმაოდ კარგი გრავიტაციის ცენტრი აქვს. მარცხენა ჰუკებით სხეულში იმუშავებს და შემდეგ მარჯვენა ხელი თავში. ჩემი აზრით, ილია თოფურიას მაქსის "დასმა" შეუძლია. ის ძლიერია და ბრძოლისას სხვადასხვა საბრძოლო დისციპლინებს ერთმანეთში შესანიშნავად ურევს. არ გამიკვირდება თუ ამ ბრძოლაში მაქსი დაეცემა. - განაცხადა ტომ ასპინალმა

შეგახსენებთ, რომ მაქს ჰოლოუეისა და ილია თოფურიას ბრძოლა 26 ოქტომბერს შედგება. აღნიშნული დაპირისპირებას აბუ დაბი კერძოდ, "ეტიჰად არენა" უმასპინძლებს.

სხვა სტატიები