ილია თოფურია საბრძოლო სამყაროში კიდევ ერთი მიღწევით გამოირჩა
5 თვის წინ
სხვა
1 წთ
ილია თოფურია UFC-ის ოქტაგონზე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მებრძოლია. ქართველმა გამორჩეულობა ოქტაგონს გარეთაც გამოავლინა.
"მატადორის" ბარათი რეკორდულ ფასად გაიყიდა. ამ ინფორმაციას აუქციონის სახლი ავრცელებს. ილია თოფურიას გამოსახულებიან ბარათში გულშემატკივარმა $101,000 გადაიხადა.
წინა რეკორდი ხაბიბ ნურმაგომედოვს ეკუთვნის, რომელშიც $79,200 გადაიხადეს.
თოფურიას ზრდა საკმაოდ თვალსაჩინოა, რადგან ამ დრომდე მისი ყველაზე ძვირი ბარათი 6,000. დოლარად ფასობდა.
🚨 BREAKING: there is a new ALL-TIME RECORD for the highest-selling UFC Card!
— Goldin (@GoldinCo) July 9, 2025
This 2022 Ilia Topuria Black Prizm 1/1 was just sold for $101,000 in a private sale.
Email [email protected] to consign your UFC Cards to one of our upcoming Elite Auctions and check out our other… pic.twitter.com/kDdhiI6j0A