ილია თოფურიამ კონორ მაკგრეგორს დასცინა
ილია თოფურიამ, კონორ მაკგრეგორს, UFC-ში მისი ბოლო ბრძოლისთვის მწარე და ცინიკური სცენარი შესთავაზა. ცნობილია, რომ UFC აქტიურად მუშაობს მსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონის, თოფურიას დაბრუნებაზე - გულშემატკივრები მის ოქტაგონში დაბრუნებას ივნისში, თეთრ სახლში ჯასტინ გეიჯისთან განცდილი მარცხის შემდეგ მოუთმენლად ელიან. მომავალი წლის პირველი ნახევრისთვის თოფურიას შესაძლო მეტოქეებად არაერთი მებრძოლი დასახელდა, თუმცა ახლა თავად სპორტსმენმა წარმოადგინა საკუთარი „ოცნების ქარდი“, რომლითაც ყოფილი ჩემპიონი მაკგრეგორი, სავარაუდოდ, უკმაყოფილო დარჩება.
მიუხედავად იმისა, რომ გეიჯისთან დაუყოვნებლივი რემატჩი ერთ-ერთ რეალურ ვარიანტად რჩება, გულშემატკივრებისთვის ყველაზე სასურველი დაპირისპირება პედი პიმბლეტის წინააღმდეგ იქნებოდა. ბოლო კვირებში პიმბლეტმაც და თოფურიამაც ღიად გამოხატეს ერთმანეთთან შეხვედრის სურვილი. გარდა ამისა, განიხილება სცენარი, რომლის მიხედვითაც ისინი ჯერ რეალითი-შოუ The Ultimate Fighter-ის მწვრთნელები გახდებიან (სადაც ცნობილი მებრძოლები დამწყებ სპორტსმენებს ავარჯიშებენ), რაც მათ შორის დაპირისპირების მიმართ ინტერესს კიდევ უფრო გაამძაფრებს.
სწორედ ეს სცენარი ჩააყენა თოფურიამ თავისი „ოცნების ქარდის“ სათავეში და სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა: „მე და პედი The Ultimate Fighter-ის მწვრთნელები ვიქნებით. შემდეგ კი მას თავს მოვაგლეჯ".
თოფურიამ სხვა ფაქტორიც გაითვალისწინა და გეიჯის საღამოს თანამთავარ ბრძოლაში (co-main event) არმან ცარუკიანთან შეხვედრა შესთავაზა - მებრძოლთან, რომელიც ისედაც სატიტულო პრეტენდენტთა რიგებში ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად მიიჩნევა.
მაკგრეგორს, დიდი ალბათობით, თოფურიას პოსტის ბოლო ხაზი გააღიზიანებს: ქართველმა მებრძოლმა სიაში ირლანდიელიც შეიყვანა, მაგრამ მისთვის განკუთვნილი ადგილი მაკგრეგორს ნამდვილად არ გაახარებს: „წინასწარი ქარდის (prelims) ბოლო ბრძოლა: მაკგრეგორი ჩენდლერის წინააღმდეგ“.
მაკრეგორი ნაკლებად მოიწონებს იმ პერსპექტივას, რომ UFC-ში თავისი ბოლო ბრძოლა წინასწარ ქარდზე გამართოს - მით უმეტეს მაშინ, როცა საღამოს მთავარ მოვლენაში თოფურია იქნება, რომელთანაც წარსულში სიტყვიერი გაცვლა-გამოცვლა უკვე ჰქონია.
Paddy and I coach The Ultimate Fighter. Then I rip his head off.
— Ilia Topuria (@Topuriailia) November 23, 2026
Co-main event: Justin Gaethje vs. Arman Tsarukyan.
Last fight on the prelims: McGregor vs. Chandler.