ალექსანდრე თოფურია: "ბევრი კითხვა გაჩნდა - სიმართლე კი ესაა"
1 საათის წინ
სხვა
1 წთ
ალექსანდრე თოფურიამ UFC-ში მესამე ბრძოლა ჩაატარა და სამწუხაროდ, მექსიკელ სანტიაგო ლუნასთან, მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დამარცხდა.
ალექსანდრეს UFC-ში აქამდე ბექზატ ალმახანი და კოლბი თიკნესი ჰყავდა დამარცხებული (ორივე მსაჯების გადაწყვეტილებით), თუმცა ამჯერად, მსაჯების შეფასებით, თავად დათმო ბრძოლა. ცხადი იყო, რომ ალექსანდრე საკუთარ თავს არ ჰგავდა, რაზეც მებრძოლმა პირველი მიმართვა გაავრცელა.
გამარჯობა ყველას!
უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო ღმერთს ყველაფრისთვის - როგორც გამარჯვების, ისე მარცხის დროს.
არსებობს გარემოებები, რომლებიც ჩვენს კონტროლს მიღმაა და იმ წუთას მათი გამოსწორება შეუძლებელია. სწორედ ეს მოხდა გუშინ ღამით.
ორთაბრძოლის პირველივე წუთში მარცხენა მხარი ამომივარდა, რის გამოც ხელი ბრძოლის ბოლომდე სრულიად უმოქმედოდ დამრჩა.
ამას არ ვამბობ ვინმეს დამსახურების დასაკნინებლად და მით უმეტეს, შედეგის გასამართლებლად. უბრალოდ მინდა გაგიზიაროთ, რა იყო ჩემი რეალობა გუშინ ღამით, რადგან ბევრი კითხვა გაჩნდა და ვთვლი, რომ ჩემს გულშემატკივრებს სიმართლის ცოდნის უფლება აქვთ.
არაფერს ვნანობ და საკუთარ თავთან საყვედური არ მაქვს. მომხდარს სიმშვიდით ვიღებ, რადგან ვიცი, რომ ბოლომდე დავიხარჯე, როგორც ყოველთვის გპირდებით.
ყველაფერი მიზეზის გამო ხდება. ეს მხოლოდ დასაწყისია.
მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის, ყოველთვის. - წერს ალექსანდრე სოციალურ ქსელში