Belive

ილია თოფურია საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩს დაესწრება

1 თვის წინ სხვა
1 წთ

21 მარტს, თანამედროვე ქართული ფეხბურთის ისტორიაში, უმნიშვნელოვანესი მატჩი გაიმართება - საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ლუქსემბურგს დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში, ევროპის ჩემპიონატის საგზურს კიდევ უფრო მიუახლოვდება.

ყველა ბილეთი გაყიდულია და ქართველი გულშემატკივარი ისტორიულ დაპირისპირებას დიდი მოლოდინით ელის. სოციალურ ქსელში აღნიშნულ მატჩს ილია თოფურიაც გამოეხმაურა - UFC-ის ქვემსუბუქი წონითი კატეგორიის პირველმა ქართველმა ჩემპიონმა, სოციალურ ქსელში აღნიშნა, რომ 21 მარტს თბილისში იქნება, რათა საქართველოს ნაკრების მატჩს დაესწროს.

სხვა სტატიები