Belive

"მსუბუქი წონის ქამრისთვის ბრძოლაში შემდეგი 100%-ით ილია თოფურიაა" - კამარუ უსმანი

15 საათის წინ სხვა
1 წთ

ილიას მსუბუქ წონაში გადასვლის შემდეგ MMA-ს გულშემატკივრებს ერთი კითხვა აწუხებთ - ვინ იქნება ილიას მომავალი მეტოქე. თავად ქართველს ჩემპიონ ისლამ მახაჩევთან სურს შეხვედრა. თუმცა, დაღესტნელი ამბობს, რომ ილიას წინააღმდეგ გამარჯვება მის გეგმებში არ შედის.

მიუხედავად ამისა, კამარუ უსმანი თვლის, რომ ილია მახაჩევის მომავალ მეტოქედ იდეალური იქნება.

ისლამი ამბობდა, რომ მორიგი ქვემსუბუქი წონის მებრძოლთან ქამრის დაცვა არ სურდა. ხალხი ამის გამო მას აკრიტიკებდა. მაგრამ, ილიას მიერ ქამრის დათმობა ნიშნავს, რომ ის ქვემსუბუქწონოსანი აღარ არის. სატიტულო ბრძოლის რიგში ილია შემდეგია, 100%-ით. მჯერა, რომ თოფურია სატიტულო ჩხუბში საუკეთესო არჩევანი იქნება. - განაცხადა კამარუ უსმანმა

შეგახსენებთ, რომ ილიამ ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი აღარ არის. მსუბუქ წონაში გადასვლის შემდეგ, ქართველმა ტიტული საკუთარი ნებით დათმო.

სხვა სტატიები