Belive

ილია თოფურია: "მიყვარს ეს ძაღლი, რომელიც სიკვდილამდე იბრძვის"

1 კვირის წინ სხვა
1 წთ

დაიწყო განხილვები იმის შესახებ, თუ ვინ იქნება ილია თოფურიას მომავალი მეტოქე. თავად ქართველმა განაცხადა, რომ რაიმე კონკრეტულის თქმა UFC-ის წესების გამო არ შეუძლია, თუმცა მას მალე შეურჩევენ ოპონენტს და ყველასთვის ცხადი ეს მომავალ კვირასაც შეიძლება გახდეს. პოდკასტში, სადაც ილიამ ვრცლად ისაუბრა საკუთარი კარიერის შესახებ, განსაკუთრებული ინტერესი დასტინ პორიეს მიმართ გამოხატა, დასტინი მსუბუქ დივიზიონშია (ისლამ მახაჩევის წონა, სადაც ილიას უნდა ასვლა).

წარმოიდგინეთ ბრძოლა ჩემსა და მას შორის - მე მიყვარს ეს ძაღლი, დასტინ პორიე. ის ოქტოგანზე შედის და სიკვდილამდე იბრძვის. ის არის კაცი, რომელსაც უნდა, რომ თავი მოგაძროს. ჩემთვის მასთან ბრძოლა ძალიან საინტერეესო იქნებოდა და მგონია, რომ ეს ხალხსაც უნდა. - განაცხადა ილია თოფურიამ Fullsend Podcast-ზე

ილია თოფურიამ ჩემპიონის ქამარი ალექს ვოლკანოვსკის წაართვა, შემდეგ კი ჩემპიონობა მაქს ჰოლოუეისთან დაიცვა. ორივე შემთხვევაში ბრუტალური ნოკაუტი ვიხილეთ. აღსანიშნავია, რომ მაქს ჰოლოუეი იქამდე არავის გაუთიშავს. ილიამ სურვილი გამოთქვა, რომ ერთი წონით მაღალ დივიზიონში გადავიდეს და 2 წონის ჩემპიონი გახდეს, ახლა მსუბუქი დივიზიონის 'მეფე' ისლამ მახაჩევია.

სხვა სტატიები