Belive

"ილია Vs ისლამი - ყველაზე დიდი ბრძოლა, რომელიც UFC-ს შეუძლია ჩანიშნოს" - იან გარი

2 კვირის წინ სხვა
1 წთ

იან გარის სჯერა, რომ ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევის ბრძოლა ყველაზე დიდი დაპირისპირება იქნება. მიუხედავად ამისა, მაინც თვლის, რომ ილიას საკუთარ დივიზიონში საქმე ჯერ კიდეც დასასრულებელი აქვს. ირლანდიელის თქმით, შესაძლოა ამიტომაც არ ჩქარობს UFC ამ ჩხუბის ჩანიშვნას.

ილიასა და ისლამის ჩხუბი უდიდესი ბრძოლაა, რომელიც დღეს შეუძლია UFC-ს ჩანიშნოს. არ ვიცი თავად UFC-ს უნდა თუ არა, რადგან ეს ორ დივიზიონს შეანელებს. არამგონია ჯერ ეს გააკეთონ. როცა ილიას დივიზიონში არმანის, პადის და გეიჯის მსგავსი მებრძოლები ჰყავს, სჭირდება რომ ქამარი დაიცვას. ისლამმა უბრალოდ მოიგო და ქვესაშუალოში ბრძოლა მოუწია. მიუხედავად ამისა, სპორტში ყველაზე დიდი ბრძოლა იქნება. გაცილებით დიდი ვიდრე ჯონსი, ასპინალი და პერეირა ერთად. - განაცხადა იან გარიმ

UFC ახლა კატარში იმყოფება, სადაც მორიგ საბრძოლო საღამოს გამართავენ. მთავარი ჩხუბი არმან ცარუკიანსა და დენ ჰუკერს შორის შედგება, რომელიც ილიას პოტენციურ მეტოქეს გამოავლენს. შეგახსენებთ, რომ ამავე ქარდზე იბრძოლებს ალექსანდრე თოფურიაც. 22 ნოემბერს მისი მეტოქე ბეკჟატ ალმახანი იქნება.

სხვა სტატიები