Belive

ილია თოფურია მაქს ჰოლოუეის გამარჯვებაზე: "არაფერი განსაკუთრებული"

1 კვირის წინ სხვა
1 წთ

მაქს ჰოლოუეიმ BMF-ის ტიტული, UFC 300-ზე, ჯასტინ გეიჯთან სანახაობრივი ნოკაუტით მოიპოვა. ილია თოფურია UFC 300-ს ესწრებოდა და საკუთარი თვალით ნახა დრამატული ბრძოლის ბოლო წამები, სადაც ჰოლოუეი ნოკაუტის გარეშეც იმარჯვებდა. "ელ მატადორი" უდავოდ გაკვირვებული ჩანდა, თუმცა დიდი აღფრთოვანება არ გამოუხატავს.

ბრძოლის დასრულების შემდეგ ჰოლოუეიმ ქართველი მებრძოლი იმ ქამარზე ჩხუბისთვის გამოიწვია, რომელიც ილიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკის წაართვა. თავად ილიაც არაა წინააღმდეგი შემდეგი ბრძოლა მაქსთან ჩაენიშნოს.

კარგი იყო, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი, სიმართლე გითხრათ, ეს მხოლოდ დარტყმების გაცვლა იყო სტრატეგიის გარეშე. ორივე მხოლოდ მუშტებს იქნევდა. როცა ნულოვანი დაცვაა, ხელები კი ქვემოთ დაშვებული, ძირითადად ასეთი რაღაცები ხდება. ეს არის ის, რაც არასდროს დამემართება, რადგან ოქტაგონზე ფიქრის გარეშე არ ვმოქმედებ - განაცხადა ილია თოფურიამ

UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი მაქს ჰოლოუეისთან ბრძოლაზე იქამდეც საუბრობდა, სანამ ვოლკანოვსკის ქამრისთვის ჩხუბში დაანოკაუტებდა. ახლა კი, როცა მაქსმა ბრწყინვალე სანახაობა დადგა და თანაც ილია ჩემპიონია, მათი პირისპირ დგომის შანსი საკმაოდ დიდია.

სხვა სტატიები