Belive

"ილია შარში იქნება" - სეხუდო თოფურია-მაქსის ბრძოლაზე

6 თვის წინ სხვა
1 წთ

ილია თოფურიას ჩემპიონობის შემდეგ, ქართველის ქამარს თვალი ბევრმა დაადგა. ერთ-ერთი მათგანი ახალი BMF და ყოფილი ჩემპიონი მაქს ჰოლოუეია. აღსანიშნავია, რომ ერთმანეთთან შეხვედრის სურვილი ორივე სპორტსმენმა გამოთქვა.

მერაბ დვალიშვილის ყოფილი მეტოქე ჰენრი სეხუდო თვლის, რომ შესაძლოა ეს ბრძოლა ჩემპიონისთვის ცუდად დასრულდეს. მიუხედავად ილიას თავდაჯერებულობისა, Triple C თვლის, რომ არაა გამორიცხული "მატადორი" დამარცხდეს. სეხუდო ამ ყველაფერს მაქსის ბოლო ბრძოლიდან გამომდინარე ფიქრობს. "დალოცვილმა" BMF-ის ტიტულისთვის ბრძოლაში ჯასტინ გეიჯი მე-5 რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.

თუ ილიას არ შეუძლია მაქსის მსგავს ბიჭებს გაუძლოს მაშინ ის შარშია. მაქსს აქვს გამძლეობა, სხეულში საწვავის ავზი და ხელში ძალა აქვს, რომლითაც ხალხს თიშავს. - განაცხადა სეხუდომ Pound 4 Pound-ის პოდკასტში საუბრისას

"დალოცვილმა" 14 აპრილს ჯასტინ გეიჯისთან საოცარი ბრძოლა გამართა. ჰავაიელმა მოწინააღმდეგე ბოლო რაუნდის ბოლო წამზე საოცარი ნოკაუტით გათიშა. მაქსმა თოფურია სწორედ ამის შემდეგ გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ თოფურიამ ქვემსუბუქი წონის ქამარი 17 თებერვალს მოიპოვა. მისი მოწინააღმდეგე ლეგენდარული ავსტრალიელი მებრძოლი ალექს ვოლკანოვსკი იყო.

სხვა სტატიები