Belive

ილია თოფურია მაქს ჰოლოუეის აბუ დაბიში დაუპირისპირდება

1 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC-ს გვერდმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ UFC 308-ზე ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია მომავალ ბრძოლას მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ აბუ დაბიში, 26 ოქტომბერს გამართავს.

ქვემსუბუქ წონაში ილია თოფურია დაუმარცხებელია, კარიერაში მას 15 შეხვედრა აქვს მოგებული, 7 კი UFC-ში. მაქს ჰოლოუეის კარიერის მანძილზე 26 ბრძოლა აქვს მოგებული, მის ანგარიშზე ასევე 7 წაგებაა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა მებრძოლმა ბოლო ბრძოლაში, 18 თებერვალს ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა და UFC-ს ქამრის მფლობელი გახდა.

სხვა სტატიები