ილია თოფურია: "მახაჩევს ჩემი ეშინია"
4 დღის წინ
სხვა
1 წთ
ცხადია, ილიასა და ისლამის ჩხუბის ნახვა ყველას სურს. "მატადორი" ქვემსუბუქი წონის დატოვებას და მსუბუქ წონაში ასვლას გეგმავს. ქართველს ორი ქამრის დაუფლება სურს და ამისთვის ისლამ მახაჩევს იწვევს. თავად, ისლამი "მატადორთან" ჩხუბს თავს არიდებს და ამბობს, რომ მასთან ბრძოლა არაფერს მისცემს. ილიას თქმით კი, დაღესტნელს უბრალოდ მისი ეშინია.
რა თქმა უნდა, მას ეშინია. თუ ისეთი პატარა ვარ, როგორც თავად ამბობს, ჩემთან ოქტაგონს უკვე გაიზიარებდა. არსებობს მიზეზი ჩემთან ჩხუბი რატომაც არ უნდა და ეს მესმის. - განაცხადა ილია თოფურიამ
სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ილიას მომავალი ბრძოლა ვოლკანოვსკისთან ელის. დიდი ალბათობით, მათი რემატჩი UFC 314-ზე მაიამიში გაიმართება.