Belive

"არ მგონია, რომ ისლამი გამირბის" - ილია თოფურია

5 თვის წინ სხვა
1 წთ

არიელ ელვანისთან საუბრისას ილია თოფურიამ საინტერესო განცხადება გაავრცელა. როგორც ჩანს "მატადორი" ფიქრობს, რომ მახაჩევი მასთან ჩხუბს არ გაურბის. ილია თვლის, რომ ისლამი უბრალოდ დაიღალა წონის კლებით და ამასთან ერთად კარიერაში ახალი გამოწვევები სურს.

ჩემი აზრით, ის უბრალოდ თავის საქმეს აკეთებს. არ მგონია, რომ გამირბის. მოგატყუებთ თუ გეტყვით, რომ ჩემთან ჩხუბის ეშინია. ისლამი უბრალოდ წონის კლებით არის დაღლილი. მას კარიერაში ახალი გამოწვევები სურს და ქვესაშუალო წონაში გადაინაცვლა. ის გრძნობს და ფიქრობს, რომ ორი წონის ჩემპიონობის კარგი შანსი აქვს. - განაცხადა ილია თოფურიამ

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიას სულ მალე საჩემპიონო ბრძოლა ელის. "მატადორი" მსუბუქი წონის ქამრისთვის ჩარლზ ოლივეირას დაუპირისპირდება. ჩხუბი ლას ვეგასში გაიმართება და ჩვენი დროით 29 ივნისს, გამთენიისას დაიწყება.

სხვა სტატიები